пятница, 23 декабря 2011 г.

მგონი პირველად ვარ ასე დადებითად აჟიტირებული დაბადების დღის გამო...


ისევ გზაში ვარ... აქამდე 27 წელი მოვდიოდი, 28-დე 27-ში კიდევ ერთ წელიწადს დავრჩები.
    ახლა ვფიქრობ რომ არფერი არ გადამიფასებია, თუმცა 27 წელიწადი დიდი დროა იმისტვის, რომ რაღაცები გადააფასო.
   ხმაურს არ ვაპირებ ამ წელიწადში, თუმცა მინდა ვიმოძრაო, ოღონდ ჩუმად!
   ვგძნობ, ვემოციობ, მიყვარს, ვუთანაგრძნობ, ვიხსენებ, მავიწყდება, დავიწყებული მახოვს, დეტალებს აღარც ისე ვფილტრავ, როგორც ადრე, უსიტყვოდ ვქილიკობ სხვის ქილიკზე და საქციელზე, იმდენ კომენტარს აღარ ვაკეთებ როგორ ადრე, ტუმცა ვერ ვიტყვი რომ იგივე საკითხები არ მაღელვებდეს.
   ინგლისური ისევ არ ვიცი სრულყოფილად, ჩემს სკოლას ისევ ყველა დღე ვხედავ...
   ვნანობ ისევ უმნიშვნელოდ და ისიც მაშინ თუ შუაღამით გამეღვიძა....
   უფრო მეტს ვიცნობ, უფრო მეტი მაცნობს სინამდვილეში როგორია...
   ქუჩაში ნაპოვნი ფულის აღების სურვილი ისევ არ მაქვს...
   ისევ ვწითლდები ოღონდ ახლა უკვე ზოგჯერ, ისევ ვმორცხვობ და ისევ ისეთ სიტუაციაში, რასაც არ უხდება სიმორცხვე, სითაამე ისევ მაკლია...
   ისევ ვერ ვიღვიძებ დილის 9 საათამდე, ისევ სულ ყველგან და ყველაფერში მაგვიანდება.
   ისევ დიდი ხანია არ მინახავს მონატრებული ადამიანები...
   ისევ მგონია, რომ დიდი აზრი მაინდამაინც არა აქვს ამ ცხოვრებას სიკვდილის მიზეზის გამო და ამის საფუძველზე დიდი აზრი მხოლოდ აქვს ნებისმიერ სიამოვნებას  რასაც მოასწრებ.
   ისევ არფერი გამაჩნია უძრავ-მოძრავი ჩემს გარდა: ) ) 
   ისევ ეგოისტი ვარ, მხოლოდ ერთ საკითხში - რომ პირველი მე უნდა მოვკვდე, რომ არ ვნახო სინამდვილეში, როგორ მოვკვდები უახლოესი ადამინის გარდაცვალების გამო.
 ისევ შემიძლია ადრე გაზაფხულზე დავდგე რომანტიკულ განწყობაზე, როცა სიმწვანეში სიარულით დავცურავ...
   ისევ დიდი სურვილი მაქვს ელის გამართლებული  სიყვარულის ელოდებოდეს...
   ცვლილება ერთი:
უკვე ნახევარი წელია, რაც შული მქვია, ჩემმა გიორგიმ მომიფიქრა ასე და დამიძახა ...
   ისევ ვერ გავეცი ამ დრომდე კითხვებს პასუხები...
 ყველაზე მეტად ისევ მოცარტი მაღელვებს...
ახლა კიდევ უფრო მეტდა მიყვარს ის ადამიანი ვის თვალებზეც მინახავს ყველაზე მეტი ცრემლი...
- თავისუფალ დროს რას ვაკეთებ?
- წიგნებს არ ვკითხულობ :)))
- ჩემი სამგზავრო ჩემოდანი თბილისი-ლონდონი რა ფერის იქნება?
- ოცნებისასრულებისფერი! :)) და მალე

ახალ წლამდე კიდევ ჩემი ახალი წელი მოვიდა :)))






   






















4 комментария:

აქსიომა комментирует...

არ ვიცი რომელ რიცხვში გაქვს დაბადების დღე, მაგრამ გილოცავ და გისურვებ: ეს დღე შენს ცხოვრებაში ახალი, ლამაზი და ოცნებების ამსრულებელი ეტაპის დასაწყისი ყოფილიყოს! გილოცავ! :*

indefinite комментирует...

gmadlob aqsioma: ) :*

Unknown комментирует...
Этот комментарий был удален автором.
Unknown комментирует...

შენი ჩანაწერი სრულყოპილი შენ ხარ . არა იმიტომ რომ საერთო ბევრი გაქვს ნაწერ შენსა და ბუნებრივ შენს შორის არამედ იმიტომ რომ შენი გაცნობა სხვაგვარად შევძელი.
მოვა დრო და მე და შენ ერთად წავალთ ლონდონში,ოღონდ ეს ისეთი მოულოდნელი იქნება,რომ ვერც კი წარმოიდგენ.
წარმატებები !!