четверг, 29 апреля 2010 г.

FAKE - FALSO Maria Callas: "AVE MARIA" Schubert

indefinite's article #4

მინდა, რომ ჩემში არსებობდეს არ არსებულთან შეგუების თვისება... მინდა შემეძლოს უ–მინდობა და უა–მინდობის ატანა... 

მინდა შენ–ს–გან: (შენ შეიძლება იყო: მეგობარი, სამსახურიანი და უსამსახურო "უნერვო" ადამიანი, ქუჩაში შემხვედრი – შენ, ჩემი უახლოესი – შენ, წიგნში წაკითხულო საინტერესო შენ, უბრალოდ, შენი დაწერილი ჩემი წაკითხული – შენ, დილის 8 საათზე გასაყიდად გამოტანილ ყვავილებთან მისული მყიდველი – შენ, ღვთისმოსავი – შენ, უანგარო სიკეთის და ფიქრების მქონე – შენ, საყვარელ ადამიანთან ერთად მოსეირნე – შენ და უამრავი – შენ, ვინც და რაც ჩემში დადებით ემოციებს იწვევ), მინდა შენგან კი არ "გადმომედოს", მინდა "შენ" სულ მყავდე ახლოს, რომ გხედავდე, ვოცოდე შენნაირების არსებობის შესახებ და მოვექცე შენი შთაბეჭდილების და არა ზეგავლენის ქვეშ...

ბევრ ნაკლს შორის რაც ჩემთვის სიტყვა "მინდა"–ს გააჩნია,  ახალგაზრდულ ასაკსაც ნიშნავს და მსიამოვნებს კიდეც ეს სიტყვა ასეთი აქტუალური რომაა .

მიყვარს დიდი სიხარული, რომ გატოვებინებს რაღაცა ისეთს, ამ "სიხარულს", რომ შეინახავ მასში და შემდეგ რომ შესაძლებლობას გაძლევს, რამდენჯერაც მოგინდება იმდენჯერ მიუბრუნდე და იპოვო მასში უკვე პატარა, მაგრამ სიხარული, შენახული სიხარული. შენს მიერ ნახული.

მინდა და მიყვარს წერილები, წერილებით ურთიერთობა, ოღონდ ვარჩევ ხელნაწერებს და არა "ნა–ბეჭდებს" ,  სახლის და არა ელექტრონული "სახლის" მისამართებს. . .

მინდა და მიყვარს  სტაბილური მონატრების დარღვევის შეგრძნება, და ადამიანი ვისაც აქვს ჩვევა დადებითად დაგირღვიოს ყოველგვარი სტაბილურობა.