четверг, 23 февраля 2012 г.

მითხრა, რომ მაღმერთებდა და იმიტომ არ დამაინტერესაო...


         დამაფიქრა, მივხვდი რომ ნაწილობრივ მასე შეიძლება იყოს... შინაგანად მეც ვფიქრობდი ასე, თუმცა საბოლოოდ მან გამხადა მზად მყოფი, რომ ამაზე თამამად მეფიქრა.
        არ უნდა გაღმერთებდეს...ერთადერთი გატაცების წყარო შენ არ უნდა იყო არასდროს, შენს გარდა გარე სამყაროსაც უნდა ხედავდეს... იმიტომ რომ ნებისმიერ გატაცებას ახლავს გავლა, ადრე თუ გვიან ოღონდ აუცილებლად ახლავს... ტკბილი სიზმრიდან გამოღვიძება უფრო მტკივნეულია, ვიდრე გაგეღვიძოს ჩვეულებრივი სიზმრიდან. 
        ის რაც უნდა ვთქვა, ის რისი მოსმენაც ვეჭვობ რომ შეგიძლია, ის გზა რაც ჩაკეტილია, როდის გაიხსება? ჩემთვის არ არის რთული სხვას მოვუსმინო, ჩემთვის რთულია რჩევის მიცემა...

        უნდა ვთქვა, ამოვღერღო, ავმოქმედდე, ავმუშავდე, ავფეთქდე, ამოვისუნთქო, ავმოძრავდე,  ამოვიდე, საკუთარი თავიდან ამოვმისამართდე, გავნაწილდე, ძალები სურვილებივით მოვიზიდო, გავძლიერდე, გამოვცნობიერდე, სიცოცხლე მოვასწრო...
           
         სურვილი მაქვს ერთი - საკუთარ თავთან მშვიდი და დადებითი მინდა ვიყო, სულ მინდა ბევრი სათქმელი მქონდეს, რამდენად ვიტყვი არ მაღელვებს, მინდა მქონდეს სათქმელი... 

         ღმერთმა მინდა განსასჯელი სხვისი საქციელების განსჯის უნარი მომაკლოს... 


3 комментария:

აქსიომა комментирует...

რადგან ტკბილი სიზმრიდან გამოღვიძებას და საერთოდ ყველა სასიამოვნო განცდის საფასური ტკივილია, ამის გამო მითუმეტეს არ უნდა თქვა უარი ბედნიერების შეგრძნებაზე. გააიდეალე და ნუ გადწყდება გული იმაზე, რომ აუცილებლად გეტკინება მომავალში ამის გამო. გააიდეალე და მას მიეცი საშუალება დააფასოს ან დაიკიდოს ეს პატივი. მთავარია შენ იყო ბედნიერი იმ სიყვარულით, რომელსაც ამ ადამიანს უანგაროდ ჩუქნი. :)მე თამამად და ყოველთვის ვუყრი ღორებს მარგალიტებს– თუ ეს იოტისოდენა სიხარულს მაინც მანიჭებს ხოლმე. :)

indefinite комментирует...

აქსიომა:* ნაწილობრივ გეთანხმები, მაგრამ ვფიქრობ, რომ მე პირადად რაღაც ასაკამდე შემეძლო გაიდეალება, თავგადასავლებში ყოფნა, და შენი შეფასება, რომ ”ყველა სასიამოვნო განცდის საფასური ტკივილია” მართალია და უბრალოდ აღარ მიღირს, ახლა უფრო თავისუფლებაში, მშვიდად ცხოვრება მირჩევნია და ყველაზე მთავარი რა ასაკშიც არ უნდა იყოს ადამიანი იმედგაცრუების შიში მაინც არსებობს, ყველაზე დიდი ბედნიერების დროსაც არასდროს მავიწყდებოდა იმედგაცრუების ალბათობა... მიუხედავად იმისა რომ არ მქონია საშინელი იმედგაცრუება, მაინც სულ ვაკონტროლებდი თავს რომ დაცული ვყოფილიყავი მოსალოდნელი სასოწარკვეთისგან...და კიდევ ჩემთვის ღმერთი ერთია, ამ ხნის განმავალობაში ალბათ არავისზე არ მითქვამს რომ ვაღმერთებ...შინაგანად არ ვფიქრობ ასე და ყველაზე დიდი აღტაცების დროსაც ეს რომ ვთქვა, არ ვიქნები გულწრფელი:)) თუმცა არ ვუარყოფ და მწამს, რომ ყველა ადამიანში არსებობს ღმერთი, იმიტომ რომ ღმერთი ადამიანის შემოქმედია და კიდევ იმიტომ რომ თუ გიყვარს ესეიგი ნიშნავს, რომ გიყვარს ღმერთი, რადგან სიყვარული ღმერთია...
იმედგაცრუებებს კი ადამიანი სხვა გზისკენ მიყავს და მერე შემობრუნება და ემოციებისა და განცდების, გაოცების, აღტაცების შეგრძნებების დაბრუნება ძალიან რთულია... და სხვათაშორის კი არა მართლა გმადლობ რომ შემოიარე ჩემთან და შენი აზრიც დააფიქსირე...

მელანია комментирует...

შინაგანი სიმშვიდე ყველაზე ჰარმონიული მდგომარეობაა საკუთარ თავთან :)