суббота, 14 ноября 2009 г.

როცა ცარიელი ხარ რა მნიშვნელობა აქვს საკუთარ თავში ჩაკეტვასაც...რაღაც უნდა გაგაჩნდეს, ვიღაცისთვის უნდა იკეტებოდე...რა საჭიროა იყო ასეთი რთული...გინდოდეს აკეთებდე და აღარ გინდოდეს, არც ყველაფრის თავიდან დაწყების გწამდეს...არც ის გინდოდეს ვიღაცას რაღაცებს უყვებოდე, არც ის მოყოლილს ისმენდე. დავიწყებული სულ გახსოვდეს...
ცოდვაა ფანჯარა, რომელსაც არასდროს აღებენ, ოთახები, რომლებშიც მზის სხივი ვერ აღწევს, ხე, რომელზედაც არსდროს ასულა ბავშვები, საბანი რომელსაც უარს ეუბნებიან ზაფხულობით,: ) მაგიდა, რომელზეც არასდროს დაუდებიათ წიგნი, ჩანთა, რომელსაც სითამამე აკლიაJ))))
ალბათ, როგორ გაუმართლათ მობილურის ნომრებს, რომლებიც ახალგაზრდების არიან. : )) )

пятница, 9 октября 2009 г.

chemi sayvareli adamiani chaplini

ჩარლის წერილი თავისი ქალიშვილის, ჯერალდინასადმი
ჩემო გოგონაახლა ღამეა. შობა ღამე. ჩემს პატარა ციხესიმაგრეში ყველა უაბჯრო მეციხოვნემ ძილს მისცა თავი. სძინავს შენს და-ძმას. დედაშენსაც კი ჩაეძინა.შენ ისე შორს ხარ ჩემგან... მაგრამ დაე, თვალისჩინი წამერთვას, თუ ახლაც, ამ წუთს, შენს სურათს არ ვუმზერდე. ის აქ არის, მაგიდაზე, ჩემს გულთან ახლოს.შენ კი სადა ხარ? შორს, ზღაპრულ პარიზში. ელისეს მინდვრების თეატრში. დიდებულ სცენაზე ცეკვავ. ხომ კარგად ვიცი ეს, მაგრამ მაინც, წყნარი ღამის მდუმარებაში თითქოს ცხადად ჩამესმის შენი ნაბიჯების ხმა. ვხედავ შენს თვალებს, ზამთრის ცაზე გაბნეული ვარსკვლავებივით რომ კიაფობენ. ვიცი, ამ ლამაზ სპექტაკლში ხანისგან დატყვევებული სპარსელი მზეთუნახავის როლს ასრულებ. იყავი მზეთუნახავი და იცეკვე. იყავი ვარსკვლავი და იკაშკაშე. მაგრამ თუკი მაყურებლის მადლობამ და აღტაცებამ დაგათროს, თუ მორთმეული ყვავილების სურნელებამ თავბრუ დაგასხას, განმარტოვდი სადმე კუთხეში და ჩემი წერილი წაიკითხე, ყური მიუგდე მამაშენის ხმას.მე მამაშენი ვარ ჯერალდინა! მე ჩარლი ჩაპლინი ვარ, ჩარლი ჩაპლინი! ...იცი კი, რამდენჯერ დამთენებია შენს სასთუმალთან? სულ პაწია ზღაპრებს გიყვებოდი! ხან მძინარე მზეთუნახავისას, ხან ბოროტი გველეშაპისას. ხოლო როცა ჩემს ბებერ თვალებს ძილი წამოეპარებოდა, დავცინოდი მას და ასე ვეუბნებოდი: `გამშორდი~! მე ჩემი გოგოს ოცნებები მეზმანებიან! მე ვხედავდი შენს ოცნებებს, ჯერალდინა. ვხედავდი შენს მომავალს, შენს დღევანდელ დღეს! ვხედავდი სცენაზე მოცეკვავე ასულს, ცაზე მოფარფატე ფერიას. მესმოდა, როგორ ლაპარაკობდნენ ხალხში: "ხედავთ ამ გოგონას? ერთი ბებერი კლოუნის ქალიშვილია, არ გახსოვთ ჩარლის რომ ეძახდნენ?"ჰო, მე ჩარლი ვარ! ბებერი მასხარა. დღეს შენი ჯერია. იცეკვე! მე ფართხუნა, დაკონკილი შარვლით ვცეკვავდი, შენ პრინცესას აბრეშუმის სამოსი გმოსავს. ეგ ცეკვა და ტაშის გრიალი დროდადრო ცაში აგტყორცნის. გაფრინდი, გაფრინდი იქით... მაგრამ ხანდახან მიწაზეც დაეშვი! შენ უნდა ნახო ხალხის ცხოვრება - ცხოვრება იმ ქუჩის მოცეკვავეებისა, შიმშილისაგან დაოსებულნი, სიცივითა და სიღატაკით ათრთოლებულნი რომ როკავენ! მათი ხვედრი მეც მიწვნევია, ჯერალდინა. იმ ჯადოსნურ ღამეებში, შენ რომ ჩემს ზღაპრებთან იძინებდი, მე არ მეძინა. დავყურებდი შენს საყვარელ სახეს, ვუსმენდი შენი გულისფეთქვას და ჩემს თავს ვეკითხებოდი: `ჩარლი, ნუთუ ეს ღლაპი შენ ოდესმე გაგიცნობს?~ შენ არ მიცნობ მე ჯერალდინა... იმ შორეულ ღამეებში უამრავ ზღაპარს გიყვებოდი, მაგრამ ჩემი ზღაპარი არასოდეს მიამბია... ისიც ძალიან საინტერესო ზღაპარია, ჯერალდინა. ზღაპარი მშიერი მასხარისა, ლონდონის ღატაკთა კვარტლებში რომ მღეროდა და ცეკვავდა, მერე კი ... მოწყალებას აგროვებდა! აი, ჩემი ზღაპარი! მე ვიცი, რა არის შიმშილი, ვიცი, რას ნიშნავს უსახლკარობა! ეგ კიდევ რაა, მე გამოვცადე დამამცირებელი ტკივილი მოხეტიალე მასხარისა, რომლის მკერდში მობობოქრე სიამაყის ოკეანე სამოწყალოდ გადაგდებულ მონეტებს უნდა დაეშრო. მაგრამ მაინც, მიუხედავად ყველაფრისა, ცოცხალი ვარ, ცოცხლებზე კი მუდამ ცოტას ლაპარაკობენ.



შენ ჩემი გვარისა ხარ - ჩაპლინი! ლამის ნახევარი საუკუნე ეს გვარი მთელს დედამიწას აცინებდა. მაგრამ ის სიცილი რაა იმასთან, რაც მე მიტირია, ჯერალდინა. სამყარო სადაც შენ ცხოვრობ, მარტო ცეკვის და მუსიკის საუფლო როდია!... ...ჯერალდინა! შუაღამისას იმ დიდებული დარბაზიდან რომ გამოხვალ, დაივიწყე შენი მდიდარი თაყვანისმცემლები, მაგრამ არ დაგავიწყდეს ტაქსის შოფერს ცოლის ამბავი გამოჰკითხო. შეიძლება ცოლი ფეხმძიმედ ჰყავს და იმის ფულიც არა აქვთ რომ თავიანთი პირმშოსათვის სახვევები იყიდონ. თუ ასეა, ადექი და ჩაუდე ფული ჯიბეში. მე ბანკში ნათქვამი მაქვს, რომ ეს ხარჯები გაგისტუმრონ. სხვას კი მუდამ ყველას ზუსტად გადაუხადე! დროდადრო მეტროში ჩადი. ქალაქი დაათვალიერე, იარე ფეხით ან ავტობუსით. ხალხს დააკვირდი! ქვრივ-ობლებს შეხედე! და თუნდაც დღეში ერთხელ მაინც შენს თავს უთხარი: `მეც ერთერთი ამათთაგანი ვარ!~დიახ, შენ ერთ-ერთი იმათაგანი ხარ, ჩემო გოგონა. ხელოვნება, სანამ ცაში ასაფრენად ფრთებს უბოძებდეს ადამიანს, ჯერ ფეხებში ურტყამს... როცა დადგება წამი და იგრძნობ, როგორ მაღლდები მაყურებელზე, მაშინვე გადი სცენიდან. პირველივე ტაქსი დაიჭირე და პარიზის გარეუბნებს მიაშურე. მე კარგად ვიცნობ ამ უბნებს. იქ იხილავ მოცეკვავე ქალიშვილებს - შენსავე მსგავს, შენზე უფრო გრაციოზულებს, შენზე ამაყებს. შენი თეატრის პროჟექტირების თვალისმომჭრელ ელვარებას იქ ვერსად ნახავ! მათი სცენის პროჟექტორი მთვარეა.დააკვირდი, აბა, კარგად დააკვირდი: შენზე უკეთ ხომ არ ცეკვავენ? გამოტყდი, ჩემო გოგონა. ცოტას როდი შეხვდები ისეთს, ვინც შენზე უკეთ ცეკვავს, ვინც შენზე კარგად თამაშობს. და ეს გახსოვდეს:ჩარლის ოჯახში არასოდეს ყოფილა ვინმე ისეთი ხეპრე, რომ მეეტლისათვის უკმეხი სიტყვა ეთქვას ან სენის სანაპიროზე მჯდარი მათხოვრისთვის დაეცინოს...ჩარლი წავა, ჯერალდინა, და შენ იცოცხლებ... მე არ მინდა, ოდესმე სიღატაკე გამოსცადო. ამ წერილთან ერთად გიგზავნი ჩეკის წიგნაკს - ხარჯე, რამდენსაც მოისურვებ, ოღონდ გახსოვდეს: ორ ფრანკს რომ დახარჯავ, შენს თავს უთხარი, მესამე მონეტა ჩემი არ არის-თქო. იგი ეკუთვნის ვინმე სხვას, უცნობს, ვისაც ის ერთი ფრანკიც სანატრელი აქვს. მისი პოვნა არ გაგიჭირდება. საკმარისია მოინდომო და ამ უცნობ ღატაკებს ყოველ ფეხის ნაბიჯზე ნახავ. ფულზე იმიტომ გელაპარაკები, რომ კარგად ვიცი ამ დემონის მაცდური ძალა...ჯერალდინა, მე დიდხანს გამოვდიოდი ცირკში და მუდამ შიშით შევცქეროდი ბაგირზე ასულ ჯამბაზებს, მაგრამ აი, რა მინდა გითხრა ჩემო გოგონა... ადამიანს ძირს, მყარ მიწაზე უფრო ადვილად შეიძლება ფეხი დაუცდეს, ვიდრე ჯამბაზს იმ ვერაგ თოკზე. შეიძლება ამ საღამოს თვალი მოგტაცოს რომელიმე ბრილიანტის ელვარებამ და მაშინ შენი დაცემა გარდაუვალია. შეიძლება დადგეს დღე და უცხო პრინცის მშვენიერმა სახემ დაგატყვევოს. იმ წუთიდან შენ უცადი მუშაითი ხარ, გამოუცდელებს კი ბაგირი მუდამ ღალატობს, ნუ გაყიდი შენს გულს ოქროსა და სამკაულისთვის. იცოდე, ყველაზე დიდი ბრილიანტი მზეა, ის კი, ჩვენდა საბედნიეროდ, ყველას ერთიანად დაგვნათის.ხოლო, როცა ჟამი დაჰკრავს და სიყვარული გეწვევა, გულით შეიყვარე შენი რჩეული...სამუშაო ძნელი გაქვს, ვიცი... სხეულს სიფრიფანა აბრეშუმის ნაჭერი გიფარავს. ხელოვნების სახელით სცენაზე შეიძლება შიშველიც გამოხვიდე, მაგრამ იქიდან კიდევ უფრო უმწიკვლო და შემოსილი უნდა დაბრუნდე...მე ბებერი ვარ და ჩემი სიტყვები შეიძლება სასაცილოდ ჟღერს, მაგრამ მაინც, ასე მგონია, შენი შიშველი სხეული იმას უნდა ეკუთვნოდეს, ვინც შენს გაშიშვლებულ სულს შეიყვარებს. რა ვუყოთ მერე, თუ ჩემი შეხედულება ამ საკითხზე მოძველებული გამოჩნდება, თუ ასე ჯერ კიდევ ათი წლის წინათ ფიქრობდნენ. ნუ გეშინია, ეგ ათი წელი ვერ დაგაბერებს... ჯერალდინა, მე მინდა რომ შენ ამ შიშველთა კუნძულის უკანასკნელი ქვეშევრდომი იყო...მე ვიცი, მამებს და შვილებს ნიადაგ ბრძოლა აქვთ ერთმანეთში. მეომე ჩემო გოგონა, ჩემს აზრებს ეომე. მე არ მიყვარს მორჩილი შვილები. და ვიდრე ამ ბარათს ჩემი ცრემლი არ დასდენია, მინდა მჯეროდეს, რომ ეს შობაღამე სასწაულების ღამეა. მინდა მოხდეს სასწაული და შენ მართლა გაიგო ყველაფერი, - ყველაფერი, რაც შენთვის მინდოდა მეთქვა.ჩარლი დაბერდა, ჯერალდინა! ადრე თუ გვიან თეთრი სასცენო კაბის მაგიერ შავებში უნდა გამოეწყო და ჩემს საფლავზე მოხვიდე. ახლა არ მინდა გული გატკინო, მაგრამ ხანდახან სარკეში ჩაიხედე - იქ მე დამინახავ. შენს ძარღვებში ჩემი სისხლი ჩქეფს. მე მინდა, რომ მაშინაც კი, როცა ჩემს ძარღვებში სისხლი დინებას შეწყვეტს, არ დაივიწყო მამაშენი ჩარლი. მე ანგელოზი არ ვყოფილვარ, მაგრამ მუდამ ვცდილობდი, ადამიანი ვყოფილიყავი. ეცადე შენც.გკოცნი, ჯერალდინაშენი ჩარლი

понедельник, 7 сентября 2009 г.

ufliswulisa da meliis saubari

- გამარჯობა, - მიესალმა მელია პატარა უფლისწულს.

- გაგიმარჯოს, - თავაზიანად მიუგო პატარა უფლისწულმა და ირგვლივ მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა.

- მე აქა ვარ, - გაისმა ხმა, - ვაშლის ხის ძირას.



- ვინა ხარ? - შეეკითხა პატარა უფლისწული, - სანდომიანი იერი გაქვს...

- მე მელია ვარ, - მიუგო მელიამ.

- მოდი მეთამაშე, - შესთავაზე პატარა უფლისწულმა, - ძალიან უბედური ვარ.

- შენთან თამაში არ შემიძლია, - მიუგო მელიამ, - მე მოუშინაურებელი მელია ვარ.

- მომიტევე, - უთხრა პატარა უფლისწულმა.

და მცირე ხნის ფიქრის შემდეგ დასძინა:

- არ არის „მოშინაურება“?

- შენ აქაური არ უნდა იყო, - უთხრა მელიამ, - რას დაეძებ აქ?

- ადამიანებს დავეძებ, - თქვა პატარა უფლისწულმა - რა არის „მოშინაურება“?

- ადამიანებს, - თქვა მელიამ, - თოფები აქვთ და ნადირობენ. ეს სახიფათო რამაა. მაგრამ მათ ქათმებიცა ჰყავთ. ამის გარდა ისინი კარგს არაფერს აკეთებენ. ქათმებს ხომ არ დაეძებ?


- არა, - მიუგო პატარა უფლისწულმა. - მე მეგობრებს დავეძებ. რას ნიშნავს „მოშინაურება“?

- ეს ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა. იგი მიჩვევას ნიშნავს.

- მიჩვევას?

- სწორედ მაგას, - მიუგო მელიამ. - შენ ჩემთვის ჯერჯერობით მხოლოდ ერთი პატარა ბიჭი ხარ, ისეთივე, როგორიცაა ასი ათასი სხვა პატარა ბიჭი, და სრულებით არა მჭირდები. არც მე ვარ შენთვის საჭირო. შენთვის მე მხოლოდ ისეთი მელია ვარ, როგორიცაა ასი ათასი სხვა მელია. მაგრამ, თუ მომიშინაურებ, ჩვენ საჭირონი გავხდებით ერთმანეთისთვის. შენ ერთადერთი იქნები ამქვეყნად ჩემთვის და მეც ერთადერთი ვიქნები შენთვის...

- მგონი მიგიხვდი, - თქვა პატარა უფლისწულმა... - ერთ ყვავილს ვიცნობ... მან, მგონი, მომიშინაურა...

- შეიძლება, - მიუგო მელიამ, - რა არ ხდება ამ დედამიწაზე.

- ო, არა, ეს დედამიწაზე არ მომხდარა, - თქვა პატარა უფლისწულმა.

მელიას ცნობისმოყვარეობა და გაოცება დაეტყო.

- სხვა პლანეტაზე მოხდა?

- დიახ.

- მონადირეები თუ არიან იმ პლანეტაზე?

- არა.

- საინტერესოა! ქათმები?

- არა.

- სრულყოფილი არაფერია ქვეყნად, - ამოიოხრა მელიამ.

და ისევ დაუბრუნდა თავის იდეას.

- ერთფეროვანია ჩემი ცხოვრება. მე ქათმებზე ვნადირობ, ადამიანები ჩემზე ნადირობენ. ყველა ქათამი ერთმანეთსა ჰგავს და ყველა ადამიანი ერთმანეთსა ჰგავს. ცოტათი მომწყინდა მაგრამ, შენ თუ მომიშინაურებ, ჩემი ცხოვრება გაცისკროვნდება. შენი ნაბიჯის ხმას ყველა ნაბიჯის ხმაში გამოვარჩევ. ახლა ნაბიჯის მოახლოებაზე სოროში ვიმალები. შენი ნაბიჯის ხმა კი სიმღერასავით ჩამესმება და სოროდან გამომიყვანს. ხედავ, იქ პურის ყანები რომ ბიბინებს? მე პურს არა ვჭამ. არც ხორბალი მჭირდება, პურის ყანა არაფერს არ მაგონებს. და ეს გულსა მწყვეტს! მაგრამ შენ ოქროსფერი თმა გაქვს. რა კარგი იქნება, რომ მომიშინაურებდე! მაშინ ეს ოქროსფერი ყანა შენს თავს მომაგონებს და მეყვარება ყანის შრიალი ქარში...



მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.

- სიამოვნებით მოგიშინაურებდი, - მიუგო პატარა უფლისწულმა - მაგრამ ძალიან ცოტა დრო მაქვს. მეგობრები უნდა ვიპოვო და ბევრი რამ გავიგო.

- მხოლოდ იმის გაგება შეიძლება, ვისაც მოიშინაურებ, - თქვა მელიამ. - ახლა ადამიანებს დრო არა ჰყოფნით რაიმე გაიგონ. ისინი მხოლოდ მზამზარეულ საგნებს ყიდულობენ მაღაზიებში, მაგრამ ქვეყნად არ მოიძებნება ისეთი მაღაზია, სადაც მეგობრის შეძენა შეიძლებოდეს. და ადამიანებსაც მეღარ უპოვიათ მეგობარი. თუ მეგობარი გსურს, მე მომიშინაურე.

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...

მეორე დღეს პატარა უფლისწული ისევ მივიდა მელიასთან.

- უკეთესი იქნება, ყოველდღე ერთსა და იმავე დროს მოხვიდე, - უთხრა მელიამ, - მაგალითად, თუ ყოველთვის ნაშუადღევის ოთხ საათზე მოხვალ, სამ საათზე უკვე ვიგრძნობ ბედნიერებას და, რაც უფრო მოახლოვდება დანიშნული დრო, მით უფრო მომემატება ხალისი. ოთხ საათზე კი მღელვარება და მოუსვენრობა შემიპყრობს და შევიცნობ ბედნიერების ფასს! მაგრამ თუ შენ სხვადასხვა დროს მოხვალ, აღარ მეცოდინება როდისთვის მოვამზადო გული შენს შესახვედრად. აქ ერთგვარი რიტუალის დაცვაა საჭირო.



- რიტაული რა არის? - შეეკითხა პატარა უფლისწული.

- ესეც ისეთი რამაა, რაც დიდი ხანია დავიწყებას მიეცა, - მიუგო მელიამ. - რიტუალი განასხვავებს ერთ დღეს დანარჩენი დღეებისაგან, ერთ საათს - დანარჩენი საათებისაგან. მაგალითად, აქაურ მონადირეებს, ასეთი რიტუალი აქვთ: ხუთშაბათობით სოფლის გოგოებთან ცეკვავენ ხოლმე. დიდებული დღეა ხუთშაბათი! ამ დღეს ზვრებამდეც კი შემიძლია გავისეირნო. მონადირეები რომ ყოველთვის ცეკვავდნენ, მაშინ ყველა დღე ერთნაირი იქნებოდა და ვერასდროს მოვითქვამდი სულს.

ასე მოიშინაურა პატარა უფლისწულმა მელია. მაგრამ დადგა განშორების დღე.

- ო!.. - ამოიოხრა მელიამ, შენ რომ არ მეყოლები, ვიტირებ.

- შენი ბრალია, - უთხრა პატარა უფლისწულმა. - მე ცუდი არაფერი მინდოდა შენთვის. შენ თვითონ მოინდომე, რომ მომეშინაურებინე...

- მართალია, - თქვა მელიამ.

- ახლა კი უნდა იტირო!

- მართალია.

- მერე და, რა მოიგე?

- დიახაც მოვიგე, - მიუგო მელიამ. -მოიგონე რა გითხარი ოქროსფერ თავთავებზე.

და მცირე ხნის დუმილის შემდეგ დასძინა:

- წადი, ერთხელ კიდევ ინახულე ვარდები და დარწმუნდები, რომ შენი ვარდი ერთადერთია ქვეყნად. გამოსამშვიდობებდლად რომ მობრუნდები ჩემთან, ერთ საიდუმლოს გაგიმხელ და ჩემი საჩუქარიც ეს იქნება.

პატარა უფლისწული ვარდებისკენ გაემართა.

- თქვენ სრულებით არ გავხართ ჩემს ვარდს, - უთხრა მათ პატარა უფლისწულმა, - თქვენ ჯერ არარანი ხართ. თქვენ ჯერ არავის მოუშინაურებიხართ. და არც თქვენ მოგიშინაურებიათ ვინმე.

- თქვენ სწორედ ისეთები ხართ, როგორიც იყო ჩემი მელია, როდესაც მე პირველად შევხვდი მას. იგი არაფრით გამოირჩეოდა ასი ათასი სხვა მელიისაგან. მაგრამ მე იგი დავიმეგობრე და ახლა იგი ერთადერთია ქვეყნად.

ყვავილებმა ეს სიტყვები ძალიან ითაკილეს.

- თქვენ მშვენიერი ხართ, მაგრამ ცარიელნი, - განაგრძო მან. - არავინ გასწირავს თქვენთვის თავს. ჩვეულებრივი გამვლელი, რა თქმა უნდა, იტყვის, რომ ჩემი ვარდი თქვენისთანაა, მაგრამ იგი ყველა ვარდზე ძვირფასია ჩემთვის, რადგან მას ვრწყავდი ყოველდღე, მას ვახურავდი მინის სარქველს, მას ვაფარებდი თეჯირს, რომ ქარს არ შეეწუხებინა. მისი გულისთვის ვხოცავდი მუხლუხებს (თუმცა ორი თუ სამი მუხლუხი არ მოვკალი და ისინი პეპლებისთვის დავტოვე) და მხოლოდ მას ვუსმენდი, როცა იგი საყვედურებს მეუბნებოდა ან ტრაბახობდა, ზოგჯერ მაშინაც კი ვუსმენდი, როცა დუმდა ხოლმე. იმიტომ, რომ იგი ჩემი ვარდია.

და პატარა უფლისწული მელიასთან დაბრუნდა.

- მშვიდობით... - უთხრა მან მელიას.

- მშვიდობით, - მიუგო მელიამ. - აი ჩემი საიდუმლოც. იგი ძალიან უბრალოა: მხოლოდ გული ხედავს კარგად, თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი.

- თვალს არ ძალუძს დაინახოს ის, რაც მთავარია და არსებითი, - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

- თავს რომ ევლებოდი შენს ვარდს, მიტომაა იგი ასე ძვირფასი შენთვის.

- თავს რომ ვევლებოდი ჩემს ვარდს... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

- ადამიანებმა დაივიწყეს ეს ჭეშმარიტება, - თქვა მელიამ, - მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო იგი. შენ ვალდებული ხარ იზრუნო იმაზე, ვინც მოიშინაურე. ვალდებული ხარ იზრუნო შენს ვარდზე...

- ვალდებული ვარ ვიზრუნო ჩემს ვარდზე... - გაიმეორა პატარა უფლისწულმა, რომ კარგად დაემახსოვრებინა ნათქვამი.

понедельник, 31 августа 2009 г.

the Georgian trout

понедельник, 27 июля 2009 г.

пятница, 24 июля 2009 г.

YANCHELI

среда, 15 июля 2009 г.

Indefinite's article #1



es aucileblobaa, dilis 9 saaTamde skype unda gaamwvano, nacrisferiT ar SeiZleba dilis dawyeba da imitom: ) მერე შენ თუ დაგეზარა, ყავა, ძალიან შაქრიანიც შეიძლება, რომ დალიო. მანამდე “classnikebic” უნდა ნახო, ნევიდიმკებმა უნდა დაგაინტერესესოს, მერე google-ში თითქოს რაღაც პროგრამები (სტაჟირების) უნდა მოძებნო შენს თავთან მართალი, რომ იყო...მაინც ვერ იპოვი და ცოტას დამშვიდდები... sms.ge და magti.ge თუ არ გაქვს ხმაჩაწეულ ტელეფონში რaმოდენიმე sms და missed calss უნდა ნახო, მერე კრედიტიც უნდა აიღო და ბოდიშისნაირი sms-ებიც უნდა დაწერო.
მერე სამსახური იწყება...ამიტომ ჩნდება ეგეთი რაღაცები ანუ ხანდახან moRvawe aucileblad unda gadaiSalos, muSaki unda daiweros, ერთობლივი განცხადება, აუცილებლად „კოლექტიურია“,J)))) თითქმის ყველა შემთხვევაში პასუხისმგებლობა შენ უნდა აიცილო და ბიუჯეტს დააბრალო... რა მნიშვნელობა აქვს მთავარია „ჩამოიწეროს“.
შენ რომ შენობით ეტყვი, ასე არაა, თქვენობით უნდა უთხრა, შენ რომ არ მოგწონს ისეთზე თუ გელაპარაკებიან ყველაზე ძალიან მაშინ იღლები, იმიტომ რომ თავი თუ დაუქნიე, თანხმობად ჩაგითვლიან, სიტყვით თუ არ უთხარი რამე, არ აინტერესებსო იტყვიან... მოკლედ... ამ ფიქრში, რომ არც დაეთანხმო და არც ისე დატოვო საერთოდ არ უსმენ, დრო და დრო ‘ვინ’ ხდები ვეღარ არკვევ.
თუ საშუალება მიეცი გეტყვიან კიდეც როგორი ხარ...შენ მოუსმენ და ვერ დაუკავშირებ, რომ იყავი "იმას" და "ისეთს" და ჩათვლი რომ რადგან ასეთად გიცნობენ ასეთი ხარ... რატომ შეიძლება ესეთ რაღაცებს დროს უთმობდეს და თავს იღლიდეს adamiani.

.................iqneb dro gvqondes? ara ikneb mivxvdet rom dro gvaqs da is rac "dro" aris is "mtavari" ar gvaqvs...rom, "ROME-dan" moyolebuli, roms rom moyveba droebit, mxolod droebit gagvevlo ....

вторник, 14 июля 2009 г.

воскресенье, 21 июня 2009 г.

არ მიყვარს:
ცუდი ხასიათის ადამიანები - ჩემი უხასიათობაც მყოფნის,
სიზმრის რაინდებზე დანიშნული,
უაზროდ შეყვარებული ქალები,
რომანის გმირების ასლები,
გამორჩენის მიზნით გაჩენილი რომანტიკოსები,
ალერსით დაღლილი წყვილები,
უმისამართო ღიმილი,არამიწიერი სინაზე,
კოცნამდე ახსნილი სიყვარული.
სტუმრებისთვის დადგმული საქორწინო ცერემონიალი,
ძალიან საქმიანი, დაკავებული, "მეჩქარება ადამიანები",
ყვავილების ჩვეულებრივი თვალებით გამყიდველები,
საკუთარი შემოქმედებით აღფრთოვანებული შემოქმედები,
უაზროდ ბედნიერები,
სხვისი პირჯვრის წერის დროს გახსენებული რწმენა,
მთელი სიცოცხლის მანძილზეარცერთხელღამეგანათენები ადამიანი.
მკერდდაკოცნილი ქალწულები,
უშრომლად მდიდრები,ამპარტავანი თავმდაბლები,
ყველაფრის უფლებად აღქმული თავისუფლება,
სუფრაზე აცრემლებული პატრიოტები,
მარტოსულები ჩემი ჩათვლით,
ძალის მოყვარული ცოლები,
მორალის მქადაგებელი შინაბერები,
მტერის მტერთან ძმადნაფიცები,
ფულით აშენებული მზეთუნახავების სასახლეები,
ზარმაცი მეოცნებენი,უშეცდომო სიყვარული,
ზამთრის სითბო,ზაფხულის სიცივე,
წინასწარ გათვლილი დღეების განრიგი,
მშობლების მიერ შერჩეული შვილების მომავალი,
ლხინის მეგობრები,სუფთად დაწერილი ლექსი,
ფხიზლად დატოვებული ქართული სუფრა.
განათლებული კაცის მტვრიანი ბიბლიოთეკა,
კომპლიმენტის მომლოდნე ლამაზი ქალი,
სიმშვიდის მოყვარული პოეტი,მტირალა მასხარა,
საფლავში ჩაყოლილი ჭირისუფალი,ლამაზი კაცი,
ომის არმნახველი სახელწიფო,
საკუთარ ნაკლოვანებებზე თვალდახუჭული ოსტორია,
თამაშით დაღლილი მსახიობი,ორიგინალობისთვის გამოწვეული სევდა,
უსიზმრო ძილი,დაგვიანებული პაემანი.

giorgi zanguri

пятница, 19 июня 2009 г.

четверг, 11 июня 2009 г.

ჩარკვიანი

კარგია რომ ბარათაშვილი ხიდია და ჭავჭავაძე პროსპექტი.

რა კარგია რომ რუსთაველი მეტროა და წერეთელი გამზირი.

რა კარგია რომ ვაჟა-ფშაველა გრძელია და ნიკოლაძე მოკლე.

რა კარგია რომ კომკავშირი ხეივანია და სტალინი სანაპირო.

რა კარგია რომ ყაზბეგი კინოა და გურამიშვილი ქანდაკება.

რა კარგია რომ მელიქიშვილი ქუჩაა და ნუცუბიძე პლატო.

რა კარგია რომ ირაკლი ჩარკვიანია და კოტე ყუბანეიშვილი

среда, 10 июня 2009 г.

wish u were here

"we are just two lost souls"