среда, 14 декабря 2011 г.

მეცოდინება როდესმე? :)))

   : )
   მინდა გავიქცე, აქიდან მინდა წავიდე...ადამიანები მთელი ცხოვრება ხომ ქვეცნობიერად ვფიქრობთ, რომ მაინც გვიწევს წასვლა, მაშინ ნუ გიკვირს არ იცის რა უნდა და სად უნდა რომ იყოსო. 
  ამ გზაზე ერთიდაიგივე ხედები მომწყინდა, რა ქნან ამ ხედებმაც, თვითონაც იციან რომ მოსაწყენები გახდნენ ერთიდაიგივე მგზავრებისათვის.
  რა ვქნა, რომ ცხოვრების გეგმა არ მაქვს, რა ვქნა, რომ მქონდა და გადავუხვიე
  დღესაც მოვისმენ ბევრ ტყუილს, რა ვუშველო, რომ ამჟამადაც შეჩვეულივით არ გავსცემ პასუხს და დავბრკოლდები.
 რა ვქნა, რომ მეც მომიწევს არაგულწრფელი საუბარი. რა ვქნა, რომ ხმაური აღარ მაღელვებს. რა ვქნა რომ ვერაფერს ვასწრებ ამ  ცხვორებაში, რა ვქნა თუ წინასწარ ვიცი, რომ მოსწრების შემთხვევაშიც აზრს ვერ დავინახავ.
  რა ვქნა, რომ რეაქციები აღარ მაქვს და მიზეზის სახით ვიმედოვნებ, რომ არ ვარ ქიმიური და ამიტომ: )
 რა ვქნა, რომ სიცივის სუსხს სირბილის გარდა ვერაფრით ვებრძოლები. რა ვქნა თუ კონტროლირებადი გავხდი..
 რა ვქნა თუ ცუდად გამომივიდა მეთქვა შენთვის, მე ხომ ვიგრძენი იმ წუთში კმაყოფილება... 
 რა ვქნა თუ დღემდე ვერ გამირკვევია, რომელი ჯობს გიყვარდეს და არ იცნობდე თუ კარგად იცნობდე და ნაკლებად გიყვარდეს...
 რა ვქნა თუ როცა სათქმელი მაქვს ყველაზე საუკეთესო მსმენელს მხოლოდ საკუთარ თავს ვპოულობ....
         რა ვქნა ამ ცხოვრებაში : )) )) )))










2 комментария:

აქსიომა комментирует...

რა უნდა ქნა და უბრალოდ, უანგაროდ, მარტივად, შენთვის და უკითხავად –გ ი ყ ვ ა რ დ ე ს.
გამოდი საკუთარი თავიდან, გვერდით დადექი და შეიყვარე საკუთარი თავი. ;)
P.S. და უფრო ხშირად წერე. :*

indefinite комментирует...

gamovedi :) :* da shens nawerebshi shemovedi da iqedan shevxede chems tavs:))) gmadlob sheni arsebobistvis :) :))))