пятница, 10 сентября 2010 г.

რაღაც მანძილის განვითარება და დაფარვა მოძრაობა არაა.
მანძილი არსებობის მხოლოდ რომ სამსახურიდან სახლით შემოიფარგლება და რომ იდეები მხოლოდ ორ ლარიან ბლოკნოტში იწერება, რჩება და არავინ უბრუნდება.
> რომ> კიდევ ის კავშირია , ხანდახან ადამიანებთან კავშირზე მეტად რომ გაეგება და რომელთან ერადაც ვიცი რომ ხვალაც იმ გზის გავლა მიწევს რაც გუშინ, რომ ყოველ დილით გამახსენდება როგორ გავს ეს დილაც ზოგადად დილას, რომ ამ წლის გაზაფხულიც მხოლოდ სეზონის შეცვლა იყო და მეტი არაფერი.
ხვალ გავაკეთებ იმას, რაც დღეს ვერ გავაკეთე, ხვალ იმაზე ვიფიქრებ რაც >ხვალ< უნდა გამეკეთებინა და ვერ გავაკეთე და გადავდე... ხვალ ხეს დავრგავ, ინტენსიურად ვიხელმძღვანელებ იმ წიგნით ყველა დღე რომ ხვალ უნდა წამეკითხა აქამდე, ხვალ ავდგები დილის შვიდ საათზე რომ ყველაზე სუფტა ჰაერი შევისუნთქო,ხვალ დავესწრები წირვას, ხვალ ავიყვან მოძღვარს, ხვალ ვისწავლი აღსარების ჩაბარებას, ხვალ ყველას გავუცინებ, ყველას ვეტყვი გამარჯობას, ხვალ დავურეკავ დიდი ხნის მოუკითხავ ძველ ახლობელს. ხვალ ვისწავლი, ხვალ დავწერ იმ ადამიანებისთვის სასიკეთო პროექტს რომელთა უფლებების დაცვა და კეთილდღეობა სულ მაინტერესებს. ხვალიდან ლუდსაც დღე გამოშვებიტ დავლევ. ხვალიდან ჩუმად ვიქნები, ხვალ ყველაფერს ვიტყვი, ყველას გავცემ პასუხს, ხვალ ამ ცხოვრებას მოვერგები, ხვალიდან დავიწყებ ისეთი ცხოვრების მოწყობას ხვალემ რომ აგარ შემაშინოს. ხვალ ჩემში სიცივეს გავადნობ... და ყველა ადამიანს ვინც მიყვარს ყველაზე ტკბილი სიტყვბით გავუთამამდები.
და amaTganda amasobaSi ზუსტად ვიცი ხვალ ერთადერთს რასაც მოვახერხებ რომ გავაკეთო სარკეში ჩავიხედავ და მოხუცებულ მეს დავინახავ.
ხვალით სანამდე ვიცხოვრებ, ალბათ სანამ ხვალ იარსებებს, ალბათ სანამ მე ვიქნები... ხვალამდე

пятница, 28 мая 2010 г.

ლექსი არაფრის დიდებით

ფიქრს მინდა გავექცე არაფრის დიდებით

და ყველა მოვლენა მეჩვენოს სულერთი,

ხმაური მიყვარდეს? არაფრისდიდებით!

სიჩუმემ დამღალოს? ხომ არ გასულელდი?!

მე დამღლის მუდმივი გრძნობების გამოცდა,

განწყობა _ ფერი რომ არასდროს ეცვლება,

ტანჯვა, თუ შემთხვევით რაიმე წამომცდა

და დილა, რომლისაც რატომღაც შემრცხვება

მე დამღლის ვიღაცა მუდმივი ხალისით,

სიცილით, რომელსაც ფინალი არ უჩანს,

ყვავილთა ქორწილის აკრძალვა მაისით,

ამ ლექსში რითმისთვის ნათქვამი ალუჩა.

მე დამღლის სამოსის მოდური შერჩევა,

სარკე _ არსებობის პირადი პასპორტი,

ჩემს მარტოობაში ვიღაცის შემჩნევა

და ის, რომ გავხდი და წელშიაც გავსწორდი.

მე დამღლის თამაში პატარა სცენაზე,

ბავშვურად მე თვითონ ცარცით რომ მოვხაზე,

სათქმელი ტკივილით მომდგარი ენაზე,

ტუჩებით გათხვრილი ამბორი ლოყაზე.

მე შემშლის: ბოდლერი, ლორკა და ედგარ პო,

ბახზე და მოცარტზე ლექსების კონცერტით,

მთვარეს გვირგვინივით ატმების ედგა რტო

და ახლა სიგარეტს _ ქალის თითს მოვწევდი.

                                             27 მაისის 2005 .

                                                         g. zanguri

четверг, 29 апреля 2010 г.

FAKE - FALSO Maria Callas: "AVE MARIA" Schubert

indefinite's article #4

მინდა, რომ ჩემში არსებობდეს არ არსებულთან შეგუების თვისება... მინდა შემეძლოს უ–მინდობა და უა–მინდობის ატანა... 

მინდა შენ–ს–გან: (შენ შეიძლება იყო: მეგობარი, სამსახურიანი და უსამსახურო "უნერვო" ადამიანი, ქუჩაში შემხვედრი – შენ, ჩემი უახლოესი – შენ, წიგნში წაკითხულო საინტერესო შენ, უბრალოდ, შენი დაწერილი ჩემი წაკითხული – შენ, დილის 8 საათზე გასაყიდად გამოტანილ ყვავილებთან მისული მყიდველი – შენ, ღვთისმოსავი – შენ, უანგარო სიკეთის და ფიქრების მქონე – შენ, საყვარელ ადამიანთან ერთად მოსეირნე – შენ და უამრავი – შენ, ვინც და რაც ჩემში დადებით ემოციებს იწვევ), მინდა შენგან კი არ "გადმომედოს", მინდა "შენ" სულ მყავდე ახლოს, რომ გხედავდე, ვოცოდე შენნაირების არსებობის შესახებ და მოვექცე შენი შთაბეჭდილების და არა ზეგავლენის ქვეშ...

ბევრ ნაკლს შორის რაც ჩემთვის სიტყვა "მინდა"–ს გააჩნია,  ახალგაზრდულ ასაკსაც ნიშნავს და მსიამოვნებს კიდეც ეს სიტყვა ასეთი აქტუალური რომაა .

მიყვარს დიდი სიხარული, რომ გატოვებინებს რაღაცა ისეთს, ამ "სიხარულს", რომ შეინახავ მასში და შემდეგ რომ შესაძლებლობას გაძლევს, რამდენჯერაც მოგინდება იმდენჯერ მიუბრუნდე და იპოვო მასში უკვე პატარა, მაგრამ სიხარული, შენახული სიხარული. შენს მიერ ნახული.

მინდა და მიყვარს წერილები, წერილებით ურთიერთობა, ოღონდ ვარჩევ ხელნაწერებს და არა "ნა–ბეჭდებს" ,  სახლის და არა ელექტრონული "სახლის" მისამართებს. . .

მინდა და მიყვარს  სტაბილური მონატრების დარღვევის შეგრძნება, და ადამიანი ვისაც აქვს ჩვევა დადებითად დაგირღვიოს ყოველგვარი სტაბილურობა. 

четверг, 4 февраля 2010 г.

INDEFINITE'S article #3

მე სიტყვას გეტყვი, სიტყვა შენ გეტყვის...რომ.....

უსამართლობის გაკვეთილებს ვესწრებოდი, მაგრამ შენ მე ვერ გასწავლი უსამართლობას, იმიტომ რომ ვერ ავითვისე, გაკვეთილი ვერ მოვამზადე....

მე ერთი პროცენტითაც არ ვუჩივი სმენასა და მხედველობას... თუმცა ხანდახან ორივეს ნაკლულობას ხან მაგრძნობინებნ რომ უნდა მაკლდეს ხან მე თვითონ ვგრძნობ.. იმიტომ რომ ასე უფრო საჭიროა სინდისმა რომ არ მომთხოვოს მერე...

მზის ჩასვლას შენთან ერთად თუ ვუყურე როდესმე და შემდეგ სხვასთან ერთად მომიწევს, უხერხულობა ისე შემომიტევს რომ მთავრ სანახაობას ვეღარ დავინახავ...

მე არასდროს არ მინდა გკითხო რომ მითხარი რა გავაკეთო რომ შენ გაგახარო, იმიტომ რომ თუ ამას გკითხავ ვიცი უნდა უნდა გაწყენინო იმით, რომ არ ვიცი რამ შეიძლება შენ სიხარული მოგანიჭოს...

მე ყველა როლი შემიძლია ვითამაშო, მაგრამ საკუთარი თავი რომელი ნიღბით და როლით მოვატყუო ?
ამიტომ ვერ ვთამაშობ. ამიტომაც არ ვთამაშობ...

თუ პასუხს არ დაველოდები რატომ უნდა გკითხო როგორ ხარ?

ყველაფერს ორი მხარე რატომ აქვს? წვიმასაც კი.........სტიქიურად რომანტიკული და ხანდახან საშინელი სტიქიური......

რა დროა მაშინ რატომ ვიკითხავთ, როდესაც გვშია???

მო-ნადირეები ჩიტებს რატომ კლავენ? ჩიტები ხომ ნადირები არ არიან!

ეს სიტყვა შენ ეხლა რომ ზოგადია როდის გახდება ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო კონკრეტული რომ ყველადღე ისე ვიცხოვრო რომ დაგანახო რომ მეორე შენ შენთვის დაიბადა !